Monday, April 18, 2016

ინგლისი

გაკვეთილის გეგემა
გაკვეთილის მთავარი თემა
ინგლისი
სწავლების საფეხური
10-ე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
28 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ინგლისის დახასიათებას .(მდებარეობა, სანაპირო ხაზი, რელიეფი, მეურნეობა, ღირშესანშნაობები)
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
  • ინგლისის  მდებარეობის, სახელმწიფო სტრუქტურის,  ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის,   მეურნეობის შესწავლა.
  • ინგლისის ადგილის განსაზღვრა მსოფლიოს ქვეყნებს შორის
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  • რუკისა და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით იკვლევს ქვეყნების ბუნებრივ პირობებს; მოჰყავს ანალოგები სხვა ქვეყნებიდან (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, ტაიგა და სხვა);
  • აანალიზებს მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს (რუკები, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები და სხვა), მსჯელობს მოსახლეობის სიმჭიდროვის, განსახლების თავისებურებების შესახებ;  ადარებს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს და შედეგებს გამოხატავს განსხვავებულ ფორმატში;
  • იკვლევს შესასწავლი ქვეყნის ტრადიციების წარმოშობის გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებს; ადარებს სხვა ქვეყნებს და ვარაუდობს, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციების მრავალფეროვნება ქვეყნის განვითარებისათვის;
  • ეკონომიკური საქმიანობის დარგობრივი სტრუქტურის საფუძველზე  აჯგუფებს ქვეყნებს განვითარების სტადიების მიხედვით (აგრარული, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული);
  • ექსპორტ-იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს ქვეყნის რესურსებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის დარგების შესახებ; ადარებს ქვეყნებს აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით;
  • აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს (ბუნებრივი და ადამიანური რესურსები, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური); გამოთქვამს ვარაუდს არსებული პრობლემების წარმატებით გადაჭრის შესახებ;
  • აანალიზებს ტექსტურ ინფორმაციას და სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიულ საშუალებებს და განსაზღვრავს როგორ იცვლებოდა შერჩეული ქვეყნის როლი მსოფლიოს ფონზე; გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე (სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი).

წინასწარი ცოდნა
ევროპის  ფიზიკური და პოლითიკური რუკის ცოდნა. ქვეყნების დახასიათება სხვადაცხვა ნიშნის მიხედვით.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძვანელო, რვეული, პასტა, ევროპის კონტურული რუკა, ინგლილის კონტურული რუკა.ფერადი ფანქრები.
გაკვეთილის მსვლელობა/სასკოლო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები-2წთ
  • A  ფაზა (გამოწვევა)-10წ
მასწავლებელი დაფაზე წრეში წერს სიტყვებს  „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო“  და მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ რა იციან მის შესახებ. (დანართი 1)
   დასასრულს მასწ. აჩვენებს მომზადებულ სლაიდს
  • B  ფაზა (შინაარსის რეალიზება) 25 წთ
აზრობრივი რუკის შევსების შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად. თითეული ჯგუფი წარმოადგენს ექსპერტთა ჯგუფს ინგლისთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებში. მაგ. 1 ჯგუფი ინგლისის გეოგრაფიული მდებარეობის ექსპერტია .2 ჯგუფი -ბუნებრივი პირობებისა და რესურსების. 3 ჯგუფი-მოსახლეობის. 4 ჯგუფი-სახელმწიფო წყობილების. ჯგუფებს დავალებად ეძლევათ  სახელმძღვანელოში ტექსტის დავალებებისა და რუკების გამოყენებით მოამზადონ მოხსენება.  (13წთ)
       სამუშაოს დამთავრების შემდეგ  ხდება მოხსენებების პრეზენტაცია. ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს მათი მოხსენების ირგვლივ. (12წთ)
  • С ფაზა (გამთლიანება) -8 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ინდივიდუალურ სამუშაოს, შეავსონ სქემა
ვიცოდი
ვისწავლე     
რა მინდა ვიცოდე




„ვიცოდი“გრაფაში მათუნდა ჩაწერონ ყველაფერი, რა იციცოდნენ განსახილველი საკითხის შესახებ. „ვისწავლე“ გრაფაში, რაც ახალი შეიტვეს. ხოლო „მინდა ვიცოდე“ გრაფაში, რაც მათ აინტერესებთ. ნამუშევრის განხილვა ხდება შერჩევის პრინციპით.
    დასასრულს მასწავლებელი მოკლედ აჯამებს ჩატარებულ აქტივობებს და მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რაც მათ გრაფაში „მინდა ვიცოდე“ ჩაწერეს.










შეფასების სქემა>>
ჩამოტვირთეთ სლაიდ

No comments:

Post a Comment